„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის X-ზე აქვეყნებს კადრებს, როდესაც აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და აცხადებს, რომ „გლობალისტები და ევროკავშირი განაგრძობენ არეულობის შექმნას საქართველოში და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას.“
ევროპარლამენტარი ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძის გამარჯვებაზეც წერს და ამბობს, რომ ის და „ქართული ოცნება“ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს წარმოადგენენ. მისივე თქმით, გლობალისტებს არ აქვთ საქართველოს საქმეებში ჩარევის უფლება. „ეს დღესაც კი ხდება, მაშინ, როცა „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად ხელახლა აირჩიეს აშკარა უმრავლესობით - გილოცავთ! კალაძე და მისი პარტია „ქართული ოცნება“ წარმოადგენენ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, უარყოფენ „ვოუქიზმს“ და ლგბტ დღის წესრიგს და უცხოური კონტროლის ნაცვლად, პრიორიტეტს სუვერენიტეტს ანიჭებენ. მათ უბრალოდ არ სურთ, რომ მეორე უკრაინა გახდნენ. სრულიად სამართლიანად! და სწორედ ამიტომ არიან გლობალისტები და ევროკავშირი აღშფოთებულნი. მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საქართველოს საქმეებში. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას“- წერს ფროლიხი