საქართველოში მომხდარი მოვლენები კიევის მაიდანს მოგვაგონებს - ლავროვი

ლავროვი

„საქართველოში ამ დღეებში მომხდარი მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს“. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტი ავრცელებს. 

„ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გარშემო არსებული სიტუაცია მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოსაწყობად,“- განაცხადა ლავროვმა გადაცემაში „დიდი თამაში“. 

მინისტრის აზრით, საქართველოში მოვლენები საზღვარგარეთიდან იმართება და მისი მიზანი რუსეთის საზღვართან დაძაბულობის კერის შექმნაა.

მანამდე თბილისში 7-8 მარტს მომხდარ მოვლენებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დუმის დეპუტატები და პროპაგანდისტები გამოეხმაურნენ. ყველანი ამაში შეერთებულ შტატებს და დასავლეთს ადანაშაულებენ.