1738916997
სამხრეთ კორეის ყველა აეროპორტს ფრინველების აღმომჩენი კამერების და თერმული რადარების დაყენება დაევალა - გადაწყვეტილება იმ მასშტაბური ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღეს, რომელსაც 179 ადამიანი ემსხვერპლა
![სამხრეთ კორეის ყველა აეროპორტს ფრინველების აღმომჩენი კამერების და თერმული რადარების დაყენება დაევალა - გადაწყვეტილება იმ მასშტაბური ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღეს, რომელსაც 179 ადამიანი ემსხვერპლა სამხრეთ კორეის ყველა აეროპორტს ფრინველების აღმომჩენი კამერების და თერმული რადარების დაყენება დაევალა - გადაწყვეტილება იმ მასშტაბური ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღეს, რომელსაც 179 ადამიანი ემსხვერპლა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/07/111479/samkhret-koreis-yvela-aeroports-frinvelebis-aghmomcheni-kamerebis-da-termuli-radarebis-dayeneba-daevala-gadatsyvetileba-im-masshtaburi-aviakatastrofis-shemdeg-miighes-romelsats-179-adamiani-emskhverpla_w_h.jpeg)
სამხრეთ კორეის ყველა აეროპორტს დაევალა ფრინველების აღმომჩენი კამერები და თერმული რადარები დააყენონ. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღო, რომელსაც 179 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პროექტის განხორციელება 2026 წელს არის დაგეგმილი. გასულ კვირას ექსპერტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი - Boeing 737-800, ფრინველებს შეეჯახა.
ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ორივე ძრავში იხვების სისხლი და ბუმბული იყო.
სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ავიაკატასტროფის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ გამოძიება ფოკუსირებული იქნება ავიაკატასტროფაში ფრინველის როლზე და ასაფრენი ბილიკის ბოლოს მდებარე ბეტონის კედელზე, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა.
ცნობისთვის, Jeju Air-ის თვითმფრინავი Boeing BA.N 737-800, ბანკოკიდან მუანის პროვინციაში მიფრინავდა. აეროპორტში დაშვების დროს შასი არ გაიხსნა და პილოტებმა თვითმფრინავი მუცელზე დასვეს, რის შემდეგაც ის საფრენ ბილიკს გასცდა, კედელს შეეჯახა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა და მხოლოდ ეკიპაჟის 2 წევრი გადარჩა.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების ცნობით, საბედისწერო ავარიამდე ოთხი წუთით ადრე, ერთ-ერთმა პილოტმა ჩიტების გუნდთან შეჯახების შესახებ განაცხადა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად არის აღიარებული.