1738930726
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო დელეგაციებში, კომიტეტებსა და კომისიებში კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა
![საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო დელეგაციებში, კომიტეტებსა და კომისიებში კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო დელეგაციებში, კომიტეტებსა და კომისიებში კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/07/111510/saprotseduro-sakitkhta-da-tsesebis-komitetma-saparlamento-delegatsiebshi-komitetebsa-da-komisiebshi-kvotebis-gansazghvris-sakitkhi-ganikhila_w_h.jpeg)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო დელეგაციებში, კომიტეტებსა და კომისიებში კვოტები ახლებურად განსაზღვრა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ბოლო დროს პარლამენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, 49 დეპუტატისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ და ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შექმნამ, საჭირო გახადა პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული კვოტების ხელახალი გადანაწილება.
ასევე, წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები განისაზღვრა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“. კომისია 10 წევრისაგან შედგება.
კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.