სამხრეთ კორეელი სტუდენტები, გამოცდის 90 წამით ადრე დასრულების გამო, სასამართლოში ჩივიან

კორეა

სამხრეთ კორეაში სტუდენტები მთავრობას უჩივიან, რადგან სახელმწიფო გამოცდისას მასწავლებელმა კორეული ენის გამოცდა 90 წამით ადრე დაასრულა. აღნიშნული გამოცდა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო, რათა მათ კოლეჯში ჩაებარებინათ. სასამართლოში 39 სამხრეთკორეელი სტუდენტი ჩივის.

სტუდენტების თქმით, მათმა ნაწილმა ზარის ადრე დარეკვა ადგილზევე გააპროტესტა, თუმცა დამკვირვებლებმა მათი საგამოცდო ფურცლები მაინც აიღეს. თითო სტუდენტი 20 მილიონ ვონს, ანუ 15 000 აშშ დოლარს ითხოვს, რაც ერთი წლის განმავლობაში, ამავე გამოცდაზე მომზადების ჯამური ღირებულებაა.

სამხრეთ კორეაში კოლეჯში ჩასაბარებლად მოსწავლეები სხვადასხვა საგნის ტესტებს ერთიანად 8 საათში წერენ. ითვლება, რომ სამხრეთკორეული სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესია. 8-საათიანი გამოცდა განსაზღვრავს სამხრეთკორეელი მოსწავლეების კოლეჯებში ჩაბარებას და შემდეგ მათი დასაქმების შანსებს.

აღნიშნულ გამოცდაზე სტუდენტების კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად იკეტება სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე და მოგვიანებით იხსნება ქვეყნის საფონდო ბირჟა. 

ასევე ნახეთ:

„მოგვახარეს, რომ 3-ჯერ არის უკვე აცრილი...“ - როგორ იპოვეს ახალგაზრდა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა

9 წლის ბიჭი, რომელსაც საზოგადოება ეხმარებოდა, გარდაიცვალა - გურჯაანში, 22 დეკემბერს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა