1744223238
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 30 ივნისს გაიმართება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 30 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, არჩევნების თარიღს ქვეყნის მთავრობა მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
როგორც სამხრეთკორეული მედია იუწყება, 4 აპრილს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა 2024 წლის 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობის გამო.
კანონის თანახმად, ახალი არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.