მეცნიერებმა ნაწლავებისთვის ყავის სარგებელი აღმოაჩინეს - ახალი კვლევა
1742019600
სამხრეთ კორეაში, სამგზავრო თვითმფრინავში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, Power bank-ი იყო.
BBC-ის ინფორმაციით, Air Busan-ის თვითმფრინავს ხანძარი 28 იანვარს, გიმჰაეს საერთაშორისო აეროპორტში გაუჩნდა და ის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად, 3 მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შუალედური გამოძიების შედეგები მიუთითებს, რომ ხანძარი შესაძლოა Power Bank-ის გამო გაჩნდა, რომელსაც ბატარეის შიგნით იზოლაცია ჩაეშალა.
უწყების ცნობით, Power Bank-ი თვითმფრინავის ზედა თაროზე იპოვეს, სადაც ხანძარი პირველად დაფიქსირდა. მის ნამსხვრევებზე კი ცეცხლის კვალი იყო.