როგორ უნდა დაადგინოთ, რომ სახლი დაწყევლილია ან თავად ხართ გათვალული
1733260337
სამხრეთ კორეაში ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ იუნ სოკის იმპიჩმენტს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმპიჩმენტის მოთხოვნის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნა გახდა, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა.
ოპოზიციონერების მოთხოვნა კენჭისყრაზე გასვლამდე უნდა განიხილონ.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკის კაბინეტმა საგანგებო საომარი მდგომარეობა გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის კაბინეტმა იუნ სოკის მოთხოვნის შემდეგ მიიღო.
მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოგვიანებით სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.