1733342735
იტალია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $30 000 გადაუხდის - ნახეთ, დეტალები
იტალიის რეგიონი, კალაბრია მეჩხრულად დასახლებულ სოფლებში განსახლებისთვის 30,000 დოლარს იხდის.
მთავარი პირობა ბიზნესის გახსნა ან მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყება, ასევე, 40 წლამდე ასაკი და ახალ საცხოვრებელ ადგილას პროგრამაში ჩართვიდან 90 დღის განმავლობაში გადასვლაა.
ასევე, ქვეყნის დასახლებული პუნქტები, აპულია, პრესიჩე და აკვარიკა სახლის შესაძენად და ახალ საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაციისთვის 30,000 დოლარს გადაიხდიან, ხოლო ბავშვებიანი მცხოვრებლები დამატებით 1,080 დოლარს მიიღებენ. ამასთან, სარდინიის ერთ-ერთ დასახლებაში გადასვლისთვის, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა 3,000 ადამიანს არ აღემატება, სახლის შეძენის ან გარემონტების შემთხვევაში პირი ფულადი ჯილდოს სახით 16,200 დოლარს მიიღებს.
მთავარი პირობა სარდინიაში მუდმივი მცხოვრების სტატუსის მიღებაა.