სამხრეთ კალიფორნიაში, მამაკაცმა სათვალთვალო კამერების საშუალებით აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სარდაფში დათვი ცხოვრობს

დათვი

ABCNews-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ალტადენაში მცხოვრებმა, 63 წლის კენ ჯონსონმა დათვი სახლში დამონტაჟებული კამერების საშუალებით აღმოაჩინა.

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ცხოველი პერიოდულად მიდის სახლიდან და ისევ უკან ბრუნდება. ჯონსონი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს დაუკავშირდა, მაგრამ, მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო, დროული რეაგირება ვერ მოხერხდა.

გამოცემა წერს, რომ იანვარში, იტონის ხანძარმა ანჯელესის ეროვნული ტყე და ცხოველების საკვების მარაგი გაანადგურა, რის გამოც ცხოველები თავშესაფარს დასახლებულ ტერიტორიაზე ეძებენ. ჯონსონის განცხადებით, მას თავად მოუწევს საქმის ხელში აღება და გეგმავს დათვი სახლიდან ფუნთუშებით გაიტყუოს, შემდეგ კი წიწაკის სპრეით შეაშინოს.