სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა შრი-ლანკაში მოხდა

შრი-ლანკა

შრი-ლანკაში, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ავარია კვირას დილით, ქალაქ კოტმალესთან, ცენტრალური შრი-ლანკის მთიან რეგიონში მოხდა. ავარიის დროს ავტობუსში 55 ადამიანი იმყოფებოდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებს აინტერესებთ, ავარია მძღოლის ბრალეულობით მოხდა თუ ავტობუსი ტექნიკურად იყო გაუმართავი.