2025 წლის რეკორდი: 7 ნოემბერს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1762458995
სამეფო ოჯახის ექსპერტების თქმით, დედოფალი ელისაბედი „გატეხილი გულის სინდრომის“ გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ტაკოცუბოს კარდიომიოპათია ცნობილია ასევე სტრეს-კარდიომიოპათიის ან „გატეხილი გულის სინდრომის“ სახელით. დაავადების მიზეზი არის სტრესული სიტუაცია, ექსტრემალური ემოციები. ხშირადაა აღწერილი განქორწინების, საყვარელი ადამიანის დაკარგვის დროს, სიურპრიზების, ფინანსური პრობლემების ან თანხის მოგების დროს, საჯარო გამოსვლებისას.
როგორც ტაბლოიდები წერენ, ელისაბედი პრინცი ფილიპის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა.
„ის რადიკალურად შეიცვალა ფილიპის სიკვდილის შემდეგ. ელისაბედი ის ელისაბედი აღარ იყო",- ამბობენ სამეფო ოჯახის სპეციალისტები.