„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - UFC-ის პრეზიდენტი
1751184611
ლონდონში ქალი საკუთარ სახლში 2 წლის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
58 წლის შეილას გაუჩინარება მის ნაცნობებს არ შეუმჩნევიათ. ქალმა ბინის ქირის გადახდა 2019 წლის აგვისტოში შეწყვიტა.
საბინაო ასოციაციამ პოლიციას მდგმურის გამო რამდენჯერმე მიმართა, თუმცა სახლში შესვლის გადაწყვეტილება მხოლოდ 2 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ მიიღეს.
ქალის იდენტიფიცირება მისი სტომატოლოგის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
დადგინდა, რომ შეილა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.