სახლი, სადაც ოდრი ჰეპბერნმა  ცხოვრების 30 წელი გაატარა,  20 მილიონ დოლარად იყიდება

ოდრი

სახლი, სადაც ოდრი ჰეპბერნმა  ცხოვრების 30 წელი გაატარა,  20 მილიონ დოლარად იყიდება. უცხოური მედიის ცნობით, ის შვეიცარიაში, ჟენევის აეროპორტიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს.  ოდრი ჰეპბერნი აქ  1963-1993 წლებში ცხოვრობდა.  სახლი 12 საძინებლის,  8 სააბაზანოს, ბიბლიოთეკის, საცურაო აუზისა და სტუმრების მისაღები ოთახებისგან  შედგება. მისი ერთი ნაწილი უდიდეს პარკს გადაჰყურებს, პირველი სართულიდან კი ვარდების ბაღი ჩანს.