სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას განაახლებს

არაბეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას განაახლებს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, დღევანდელ შეხვედრაზე ორმა ქვეყანამ უკრაინისათვის გრძელვადიანი მშვიდობის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

უკრაინამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.