საიდუმლოდ დაქორწინებულმა წყვილმა 60 წლის შემდეგ მასშტაბური ქორწილი გადაიხადა

წყვილი

საიდუმლოდ დაქორწინებულმა წყვილმა 60 წლის შემდეგ მასშტაბური ქორწილი გადაიხადა. ყველაფერი 1964 წელს დაიწყო, როდესაც გარიმ და ლინდამ, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან შორს, ნევადაში, ერთ-ერთ უცნობ ტაძარში ერთმანეთის წინაშე ფიცი დადეს, რომ არასდროს დაშორდებოდნენ. მათ ერთად ყოფნას ბევრი წინააღმდეგობა ახლდა, თუმცა წყვილი რამდენიმე ათწლეულია, შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

ზუსტად 60 წლის თავზე გარისა და ლინდას შვილებს იდეა გაუჩნდათ, რომ მშობლებს საქორწილო ღონისძიება ხელახლა მოეწყოთ - ამჯერად მეგობრების, გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, საჯაროდ და დაუფარავად.

„ჩვენთვის მშობლები ყოველთვის მაგალითს წარმოადგენდნენ. თანაცხოვრების 60 წელი ნამდვილად მიღწევის ტოლფასია. მათ ბევრი დაბრკოლება გამოიარეს ცხოვრებაში, თუმცა ერთად ყოფნით დაამტკიცეს, რომ სიყვარულისა და პატივისცემის შემთხვევაში, ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია", - ამბობს 80 წელს მიღწეული წყვილის ერთ-ერთი შვილი.