1790263680
ახალი ფუნქცია Instagram-ზე - რას შეცვლის პლატფორმა მომხმარებლებისთვის
Instagram-მა მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციის გავრცელება დაიწყო, რომელიც პროფილის მართვას უფრო მოქნილს ხდის.
ახალი შესაძლებლობის საშუალებით, მომხმარებლებს იმ პოსტების საკუთარ მთავარ პროფილის ბადეში დამატება შეეძლებათ, რომლებშიც ისინი სხვა ადამიანებმა მონიშნეს. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც მონიშვნის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან, ისე თავად პოსტიდან ან „Tagged“ განყოფილებიდან.
მნიშვნელოვანია, რომ პოსტის საკუთარ პროფილზე დამატების შემთხვევაში, ორიგინალი პოსტი უცვლელი რჩება - ის არ წაიშლება და ახალი პოსტი ცალკე არ შეიქმნება. მომხმარებელს კი სურვილის შემთხვევაში მისი პროფილიდან მოგვიანებით წაშლაც შეუძლია.
Instagram-ის ინფორმაციით, ახალი ფუნქცია განსაკუთრებით შეიძლება მოსახერხებელი იყოს მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოებისთვის, ასევე კონტენტის შემქმნელებისთვის, რომლებსაც სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული და მათთან დაკავშირებული პოსტების საკუთარ პროფილზე ჩვენება სურთ.
ეს ცვლილება Instagram-ის იმ განახლებების ნაწილია, რომლებიც მომხმარებლებს საკუთარი პროფილის ვიზუალური მხარის უფრო მეტად კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. მანამდე პლატფორმამ პროფილის ბადეში პოსტების გადალაგების ფუნქციაც დაამატა.











