საფრანგეთში ციხეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით 20 ეჭვმიტანილი დააკავეს

საფრანგეთში ციხეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით 20 ეჭვმიტანილი დააკავეს

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში დააკავეს 20-მდე პირი, რომლებიც ციხეებსა და მათ თანამშრომლებზე თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილი. სპეცოპერაცია ჩატარდა პარიზში, მარსელში, ბორდოსა და ლიონში.

გამომძიებლები ამოწმებენ ვერსიას ამ თავდასხმებში ნარკომოვაჭრეების, კერძოდ, მარსელის მაფიის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

რამდენიმე საუბრობს ახალი ფენომენზე – „ნარკოტერორიზმზე“, რომლის მიზანიც დაშინება და დესტაბილიზაციაა.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯერალდ დარმანენმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს ეჭვმიტანილების დაკავებისთვის.

„კანონი და საფრანგეთის რესპუბლიკა რჩება მტკიცე და დაუნდობელი ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს დარმანენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 15 აპრილს მედიამ გაავრცელა ცნობა, ფრანგულ ციხეებზე თავდასხმების სერიასა და რამდენიმე ქალაქში სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების ავტომობილების განადგურების შესახებ. მსგავსი ინციდენტები ამის შემდეგ არაერთხელ განმეორდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ თავდასხმების ტალღის უკან ნარკოვაჭრები დგანან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი თავდასხმების ორგანიზატორების დასჯის პირობა დადო.