66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან აფთიაქები პრეზერვატივებს 18-25 წლის ახალგაზრდებს უფასოდ მისცემენ.
ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ AFP-ზე დაყრდნობით იუწყება.
„აფთიაქებში პრეზერვატივი უფასო იქნება 18-25 წლის მოზარდებისთვის. ეს 1 იანვრიდან დაიწყება. ეს არის პატარა რევოლუცია პრევენციაში“, - განაცხადა მაკრონმა ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე.
საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა კონტრაცეფციის აუცილებლობასა და აივ-ის გავრცელების პრევენციაზე ისაუბრა.
გასულ წელს საფრანგეთმა დაამტკიცა კანონი 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის უფასო კონტრაცეფციისა და გინეკოლოგთან კონსულტაციისთვის კომპენსაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ - პარლამენტის ქვედა პალატამ - პირველი ნაბიჯი გადადგა კონსტიტუციით აბორტის უფლების უზრუნველსაყოფად.