ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა

დისკუსია ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ სიტყვით გამოვიდნენ - "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერიშვილის და ქეთუნა ქერიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოხსენებები ეხებდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

"ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელი, ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში.

ბოლო დრომდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „მთავარში“ და ვაკეთებდი პოლიტიკურ სატირას - არა იმიტომ, რომ კომიკოსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლის გაშუქების ერთადერთი გზა ხალხის გაცინებაა სანამ მათ აეტირებათ. ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს:

ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა,"- განაცხადა ბექა ყორშიამ.