საფრანგეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ დილით გადადგება

გაბრიელ ატალი

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადებას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 8 ივლისს, ორშაბათს დილით წარუდგენს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" იმარჯვებს, მეორე ადგილზეა მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება. მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის პარტია.

ამჟამად გაურკვეველია ვინ დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ იღებს.