საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციისკენ

საფრანგეთის პარლამენტი

საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც წარმოდგენილია მოწოდება უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად და კიევის მხარდასაჭერად რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით. დოკუმენტს 288 დეპუტატმა 54-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.

წინააღმდეგი ძირითადად ულტრამემარცხენე „დაუმორჩილებელი საფრანგეთისა“ და კომუნისტების წარმომადგენლები იყვნენ.

როგორც მედია წერს, მართალია, რეზოლუციას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა ფრანგი კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ეს გავლენას იქონიებს მთავრობაზე, რომელიც ამჟამად რუსული აქტივების დაყადაღების წინააღმდეგია.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ნატო-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის.