საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივნისში გეგმავს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივნისში გეგმავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პალესტინის აღიარება სამართლიანი იქნება.

„ასევე მსურს, მონაწილეობა მივიღო კოლექტიურ დინამიკაში, რომელმაც ასევე უნდა მისცეს საშუალება ყველას მათ, ვინც იცავს პალესტინას, თავის მხრივ აღიარონ ისრაელი, რასაც ბევრი მათგანი არ აკეთებს. ეს საშუალებას მისცემს საფრანგეთს, ნათელი იყოს ჩვენს ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, ვინც უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ივნისში ნიუ-იორკში საფრანგეთი უხელმძღვანელებს გაერო-ს ორდღიან კონფერენციას, საუდის არაბეთთან ერთად. კონფერენცია მიზნად ისახავს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდაჭერას. თითქმის 150 ქვეყანა აღიარებს პალესტინას, როგორც სახელმწიფოს. 2024 წლის მაისში ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა პალესტინის აღიარების შესახებ გამოაცხადეს.