„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რით ჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ:
- ყველას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, კვერცხის შესაღებად ენდრო გამოიყენონ. ეს ძალიან უვნებელი მეთოდია. არის ბუნებრივი მცენარე და აქედან ნაკლები საფრთხე მოდის. ასევე, შეგვიძლია, ხახვის ფოთლებთან ერთად შევღებოთ, რაც ასევე ტრადიციული და უვნებელი მეთოდია. ენდროთი შეღებვის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს და მიწა მოშორდეს, რადგანაც მიწის ნაწილაკებში შეიძლება, პათოგენური მიკროორგანიზმები არსებობდეს, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლიათ. ამიტომ, კარგად უნდა გაირეცხოს. ასევე, ენდროს ფესვები თუ დაობებულია, ასეთი ენდრო შესაღებად არ უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ობის სოკოები ტოქსინებს გამოჰყოფს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სხვა მხრივ, ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია.
ასევე ნახეთ:
საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია - საინტერესო ამბები
VIDEO: ნუცა ცისკარიშვილი გამომწერებს სააღდგომო კვერცხების შეღებვის წესს უზიარებს
აღდგომის წინა დღეს ჩასატარებელი რიტუალი, რომელიც დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ ყველანაირი ნეგატივისგან