საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები უმოკლეს ვადაში დაიწყებენ ტანკერების გაცილებას​ ჰორმუზის სრუტეში - ტრამპი

დონალდ ტრამპი

 საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი დაიწყებს ტანკერების გაცილებას ჰორმუზისსრუტეში - ამის შესახებ, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-შიწერს:

"დაუყოვნებლივ ძალაში შედის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავავალე შეერთებული შტატების განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC), უზრუნველყოს ძალიან გონივრულ ფასად პოლიტიკური რისკების დაზღვევა და გარანტიები საზღვაო ვაჭრობის ფინანსური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის, რომელიც ყურეში გადაადგილდება. ეს ხელმისაწვდომი იქნება ყველა საზღვაო გადამზიდავი კომპანიისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები უმოკლეს ვადაში დაიწყებენ ტანკერების გაცილებას​ჰორმუზის სრუტეში.

რაც არ უნდა მოხდეს, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ მიმოქცევას მთელ მსოფლიოში.

შეერთებული შტატების ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე ყველაზე დიდია, დამატებითი ნაბიჯები მალე გამოცხადდება.

გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!"- წერს დონალდ ტრამპი.