ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1735247147
ბერძნული მედია ავრცელებს დეტალებს, რომლებიც ვერიაში მომხდარ საზარელ შემთხვევას ეხება. საუბარია 11 თვის გოგონაზე, რომელიც საკუთარმა დედამ კაშხალში გადააგდო. ქალმა პოლიციასთან თავდაპირველად დანაშაული აღიარა, თუმცა, მკვლელობის ფაქტს უარყოფს.
29 წლის ქალის წინააღმდეგ საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პარალელურად კი, ვრცელდება ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ის კაშხლის ტერიტორიიდან წამოიყვანა.
„არ ჩანდა ანერვიულებული, აბსოლუტურად ჩვეულებრივად იქცეოდა. უკანა სავარძელზე დაჯდა და მთელი გზა არ უსაუბრია. ისე იქცეოდა, როგორც ყველა, არანაირ ეჭვს არ აღძრავდა,“ - ამბობს კაცი, რომელმაც ჩვენება პოლიციასაც მისცა.
თავად ქალის ბოლო განცხადება კი ასეთია: „ბავშვი მე არ მომიკლავს. არ ვიცი, რა მოხდა. მითხრეს, რომ გარდაიცვალა.“
საქმეზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.