პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბერძნეთში, აღმოსავლეთ თესალონიკში, კალამარიას რაიონში ორი ქართველი, 28 და 30 წლის კაცები ბინის ძარცვის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძარცველებმა ჩაამტვრიეს ცენტრალური სადარბაზოს საკეტები და სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეაღწიეს.
ბრალდებულებმა ბინიდან 120 ევრო და ძვირფასეულობა წაიღეს. გარდა ამისა, შენობის სახურავზე ნაპოვნი და ამოღებულია ჩანთა ძარცვის იარაღებით.
28 წლის ახალგაზრდამ დაკავებისას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა. სტატიაში ნათქვამია, რომ 30 წლის კაცს ქვეყანაში ყოფნის ვადები ჰქონდა დარღვეული.