პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, გოჩა შათირიშვილი. ინფორმაციას სამედიცინო ვებგვერდი „მკურნალი“ ავრცელებს.
გოჩა შათირიშვილი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი სამედიცინო სფეროში
ის იყო ჭიპლარის სისხლის ბანკის „ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორი. ჭიპლარის სისხლის ასოციაციის სამთავრობო და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საქართველოს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის უჯრედული ტექნოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშშ-ს ალსტრომ სინდრომ ინტერნეშენალ, ჯექსონის ლაბორატორიის ექსპერტი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იშვიათ და გენეტიკურ დაავადებათა მთავარი სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი.
საქართველომ დაკარგა უდიდესი სამეცნიერო გამოცდილების, განათლების, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე დიდი ადამიანი.