ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
საბერძნეთის კუნძულის ფსკერზე ჩაძირული 10 გემი აღმოაჩინეს. საუბარია ეგეოსის ზღვაში მდებარე პატარა კუნძულ კასოსზე. კასოსის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში მკვლევართა ჯგუფმა კუნძულის ირგვლივ არსებული წყლების შესასწავლად ადგილზე 4 წელი გაატარა. ჯგუფმა საველე სამუშაოები ოქტომბერში დაასრულა, საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ კი დასკვნები ახლახან გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
„კუნძული დიდი ხნის განმავლობაში ისტორიულ წყაროებსა და ნარატივებში თითქმის არ გვხვდებოდა, ის, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი იყო. მიზნად დავისახეთ, დაგვესაბუთებინა, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კუნძულს უძველეს საზღვაო ქსელებში".
ჩაძირული გემების ასაკი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაზე ძველი ძვ.წ. 3 000 წლით თარიღდება, ახალი კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდთანაა დაკავშირებული. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საზღვაო ცხოვრება ძალიან აქტიური იყო და კუნძული მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენდა.
მკვლევრებმა პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი წყალქვეშა ფოტო გადაიღეს და ჩაძირული არტეფაქტები ზედაპირზე ამოიტანეს