საავადმყოფოში გადაიყვანეს ქალი, რომელსაც ჯიბეში ტელეფონი აუფეთქდა - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

შემთხვევა

ბრაზილიაში, სავაჭრო ცენტრში, ქალს ჯიბეში ტელეფონი აუფეთქდა. ინციდენტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომელიც The Independent-მა გამოაქვეყნა.

შემთხვევა 8 თებერვალს, გოიასის შტატის ქალაქ ანაპოლისში მოხდა. ქალი ქმართან ერთად საყიდლებზე იმყოფებოდა, ისინი დახლთან იდგნენ, როდესაც ქალის შარვლის უკანა ჯიბეში სმარტფონი აფეთქდა. 

ქალი ხელების, წინამხრის, დუნდულებისა და ზურგის 1-ლი და მე-2 ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულის ქმარი ამბობს, რომ მომხდარის გამო მას ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა. ქალს ჯიბეში ტელეფონი Moto E32 აუფეთქდა. მოწყობილობა ერთი წლის წინ შეიძინეს.