პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ სანქციები დაუწესეს გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და კანადამ, დაიქირავა ზღვისპირა სასახლე ბოსფორზე, რომლის ყოველთვიური ქირა 50 000 დოლარს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას hurriyetdailynews ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ქალაქ ანადოლუჰისარიში მდებარე სასახლე აშენდა დაახლოებით 50 წლის წინ.
აბრამოვიჩმა აგვისტოში თურქეთის საზღვაო აკვატორიაში ორი სუპერიახტი განათავსა, რამაც იახტების საერთო რაოდენობა ოთხამდე გაზარდა. ოთხი იახტის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
14,5 მილიარდი დოლარის ქონებით, აბრამოვიჩი, რომელსაც აქვს რუსეთის, ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა, არის მეორე უმდიდრესი ადამიანი ისრაელში, მე-11 უმდიდრესი ადამიანი რუსეთში და ყველაზე უმდიდრესი პორტუგალიაში. ის არის კერძო საინვესტიციო კომპანია Millhouse-ის მფლობელი და კრემლთან მჭიდრო კონტაქტების მქონე მაგნატი.