რუსმა ჯარისკაცებმა სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ევაკუაციას ცდილობდნენ - უკრაინის შეიარაღებული ძალები

ომი უკრაინაში - აფეთქებები იყო დნიპროში და სუმის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების 77-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პილოტები აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები საბრძოლო ზონიდან ევაკუაციას ცდილობდნენ.

„77-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პილოტებმა კიდევ ერთი დანაშაული დააფიქსირეს. ხარკოვის ოლქის ზაგრიზოვოსა და ბოგუსლავკას სოფლებს შორის მოტორიზებული ტრაქტორით მოძრავ მშვიდობიან მოქალაქეებზე საჰაერო-მობილური დრონის თავდასხმა. მოქალაქეები საბრძოლო ზონიდან ევაკუაციას ცდილობდნენ, მაგრამ სწორედ ამ მომენტში რუსულმა ძალებმა განზრახ დაუმიზნეს მათ დრონით“- აცხადებენ პილოტები.

პილოტების თქმით, თავდასხმა განზრახ იყო მოწყობილი და მიზნად ისახავდა იმ ადამიანების მოკვლას, რომლებიც სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალების განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული ძალების მიერ იმ სამხედრო მეთოდების გამოყენებას, რომლებიც შეუთავსებელია კანონის, მორალისა და ადამიანობის პრინციპებთან.