პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსმა ბიზნესმენმა, სვეტლანა კრივონოგიხმა, რომელსაც არაერთხელ მიაწერეს რომანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, გადაწყვიტა გაექირავებინა თავისი ოთხოთახიანი ბინა, რომელიც მან ქალიშვილის, ელიზაბეთის დაბადების შემდეგ იყიდა.
სხვათა შორის, ელისაბედის მამობა პუტინსაც მიაწერეს, ვინაიდან 19 წლის გოგონა მას ძალიან ჰგავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, განცხადება ბინის გაქირავებაზე, განთავსებულია უძრავი ქონების სააგენტოს ვებგვერდზე.
ცნობილია, რომ 447.4 კვ.მ. ფართობის ბინაში არის ლიფტიც, სწრაფად გადაადგილებისთვის.
პირველ სართულზე არის მისაღები და ტერასა, რომელიც გადაჰყურებს მდინარე ნევას, მეორე სართულზე არის საძინებელი და საბავშვო ოთახი, მესამე სართულზე არის ბარი და სახლის კინოთეატრი.
სარდაფში არის ავტოფარეხი და მოსაცდელი დაცვის თანამშრომლებისა და მძღოლებისთვის.
სვეტლანა კრივონოგიხი ბინას 700 ათას რუბლად აქირავებს.