პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მივესალმები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გარიყა პუტინის ომმა რუსეთი",- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბიდენმა მას შემდეგ, რაც რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს.
"შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა ხელი შეეწყო ამ ხმის მიცემისთვის, რადგან რუსეთი ადამიანის უფლებებს უხეშად და სისტემურად არღვევს. რუსული ძალები ომის დანაშაულებს სჩადიან. რუსეთის ადგილი არაა ადამიანის უფლებათა საბჭოში. ამ ისტორიული კენჭისყრის შემდეგ, რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში ან ვერ გაავრცელებს იქ დეზინფორმაციას, რადგან საბჭოს საგამოძიებო კომისია იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებს",- განაცხადა ბაიდენმა.