შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ
1755368512
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში ყველაფერი შეცვალა.
„პუტინმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ წარმოუდგენელი გვეგონა. ევროკავშირმა იმოქმედა სწრაფად და მიიღო უპრეცედენტო და მასშტაბური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა შეგვიძლია, მეტის გაკეთება. ევროპამ, პუტინსა და მის ოლიგარქებს უნდა ანახოს, რომ ეს ომი წარმოუდგენლად დიდ ფასად დაუჯდება.
ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ეს ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს. ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან. ყოველდღიურად ამ ომს ჩვენ არაპირდაპირ ვაფინანსებთ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ქვეყნებზე, ვინც 100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა არა მარტო მათზე, არამედ იმ ქვეყნებზე რომლებიც ევროკავშირის მეზობლად მდებარეობენ, რომლებიც ასევე არ არიან რუსეთისგან დამოუკიდებლები. ამ შემთხვევაში ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როგორც ევროკავშირს, არის ის, რომ ვაჩვენოთ ლიდერობა და ყურადღება გავამახვილოთ მწვანე ენერგიაზე“, - განაცხადა მეცოლამ.
ოლაფ შოლცი კი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ყოველდღიურად ის უფრო დრამატული გახდება.
"ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო დრამატული გახდება ყოველდღიურად.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლები და ამ საკითხზე ყოველდღიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი შეთანხმების გაფორმება სხვა მომწოდებლებთან. დივერსიფიკაცია თუ სწრაფად მოხდება, ეფექტიც ავტომატურად დადგება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.