1750432533
რუსეთში ქალს, რომელიც უკრაინელებს საომარი ზონიდან გასვლაში დაეხმარა, პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ქალს, რომელიც უკრაინელებს საომარი ზონიდან გასვლაში დაეხმარა, 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
The Moscow Times-ის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნადეჟდა როსინსკაია მართავდა ჯგუფს, სახელად "ლამაზთა არმია", რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიებიდან 25 000-მდე ადამიანს გაქცევაში დაეხმარა.
პროკურატურის მტკიცებით, როსინსკაიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რის გამოც, მას ღალატსა და ტერორისტულ აქტივობებში ხელშეწყობაში ედება ბრალი.
როსინსკაია 2024 წლის თებერვალში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, როსინსკაიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ხალხს უკრაინის აზოვის ბატალიონისთვის თანხის შეწირვისკენ მოუწოდებდა. პროკურატურა როსინსკაიასთვის 27 წლით პატიმრობას მოითხოვდა.