რუსეთში 9 მაისის აღსანიშნავად მხოლოდ ერთი ქვეყნის ლიდერი ჩადის - რუსული მედია

პუტინი

რუსეთში 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად მხოლოდ ერთი ქვეყნის ლიდერი ჩადის. ეს ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ოფიციალურად ჟაპაროვის ვიზიტის შესახებ ჯერჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „ვედომოსტის“ მიერ გაგხავნილ შეკითხვას არ უპასუხა.

2022 წლის 9 მაისის ღონისძიებას რუსეთში არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ დაესწრო. ამ მხრივ რეკორდი კი 2015 წელს დამყარდა, როდესაც მოსკოვში20 ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა.