VIDEO: რა უთხრა კეტი პერიმ ნუცას პირველი შენიშვნის შემდეგ, რამაც მომღერალი აატირა - ემოციური ვიდეო

ნუცა და კეტი პერი

ნუცა ბუზალაძე „ამერიკული ვარსკვლავის" ტოპ 20-შია. ყველას კარგად გვახსოვს ნუცას წინა გამოსვლა, როდესაც კეტი პერიმ  ნუცას  სთხოვა, მოიშოროს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსი და სიმღერაზე კონცენტრირდეს.

დღევანდელ ლაივზე კეტი პერიმ ნუცას კიდევ ერთხელ მიმართა:

„როდესაც გითხარი ნაკლები ბრჭყვიალა სამოსი მეთქი - სწორედ ამას ვგულისხმობდი. ეს დახვეწილი შესრულება იყო. შენ შეგიძლია აუდიტორია ხელში აიყვანო, შენი სიძლიერით",- უთხრა კეტი პერიმ.