რუსეთსა და უკრაინას შორის, სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

ნჯ

რუსეთსა და უკრაინას შორის, სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამჯერად საკუთარ სახლებს შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები დაუბრუნდნენ. ბევრი მათგანი ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

ტყვეების გაცვლა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.