1692302192
გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა ოთხი ახალი ჰიდროელექტროსადგური, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით - პრემიერი

ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა ოთხი ახალი ჰიდროელექტროსადგური, კვლავ აქტიურად წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით.
„გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5 000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში. ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.