თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი 21 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1736968996
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს და ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
პარალელურად, რუბიომ ნატო-ს „ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი“ უწოდა, ამასთან, ასევე გაიმეორა ტრამპის პოზიცია, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ალიანსები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ალიანსები ძლიერ და ქმედუნარიან პარტნიორებთან“, – აღნიშნია მარკო რუბიომ.
რუბიოს ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს მის მიერ წარდგენილ კანონს, რომელიც უკრძალავს პრეზიდენტს ნატო-დან გასვლას კონგრესის კენჭისყრის გარეშე.
„ძნელია იმის თქმა, რომ მე არ ვუჭერ მხარს კანონს, რომლის მიღებასაც დავეხმარე. ძალაუფლება საფულეზე კვლავ კონგრესს ეკუთვნის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.