თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი 21 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„16 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ცაცხვების მე-9 შესახვევში ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 იანვარს 00:00 საათიდან 16 იანვრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

ცაცხვების ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ნიკოლოზ დგებუაძის, ტ. გუდავას, ბარბარე ყიფშიძის, ელგუჯა ამაშუკელის N2-4, N1-3 და მუხრან მაჭავარიანის N1-9 (კენტებს), N2-10 (ლუწებს) ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.