პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მოხარული ვარ ურსულა ფონ დერ ლეინის უკრაინაში ვიზიტით. მისი კიევში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის როლს ჩვენს საერთო ბრძოლაში, თავისუფლების ბრძოლაში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენსთან კიევში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. რუსეთს ევროპის განადგურება და დანაწევრება სურს. უკრაინა ამ გეგმისა და აგრესიის პირველი ეტაპია. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში, რუსულ აგრესიაზე და ევროპის დაცვაზე სწორი პასუხი იქნება.
უკრაინელმა ერმა საერთო ღირებულებისა და მომავლის დაცვაში თავისი წვლილი შეიტანა. მომდევნო კვირას ველოდებით პასუხს ევროკავშირისგან. ამასთან, ევროპის ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვებით დადასტურდა რომ ევროპელები უკრაინას ევროკავშირში ელოდებიან. უკრაინელ ერს ესმის, რომ კანდიდატის სტატუსი ამ გზის დასაწყისია და რომ კანდიდატის სტატუსიდან სრულფასოვან წევრობამდე გზა უნდა გავიაროთ.
ევროპული პროექტი უკრაინის გარეშე ვერ დასრულდება. უკრაინა, როგორც თავისი ქვეყნის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას იცავს. მადლობელი ვარ ევროპის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. ეს თანხა უკრაინის აღდგენას მოხმარდება" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.