რუსეთმა უკრაინის „ნაფტოგაზის“ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

ნაფტოგაზი

რუსეთმა უკრაინის „ნაფტოგაზის“ გაზის წარმოების ინფრასტრუქტურაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.

კორეცკის თქმით, ხარკოვისა და პოლტავას ოლქებში გაზის წარმოების ობიექტები დაზიანდა.

„ეს იყო კომბინირებული დარტყმა, რომელშიც 35 რაკეტა იყო გამოყენებული, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა და 60 დრონი. ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, არა ყველა“, – აღნიშნა კორეცკიმ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის შედეგად, გაზის წარმოების ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა და ზოგიერთი დაზიანება კრიტიკულია.