რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 9 ადამიანი, ათობით დაშავდა

ნკ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 63 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.

„დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.