„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
რუსულმა სასამართლომ Google-ს, ფაქტობრივად, არარსებული ფინანსური ჯარიმა დააკისრა. კრემლის განცხადებით, ამერიკული კორპორაცია ვალდებულია, $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 გადაიხადოს. აბსურდული ოდენობა 36 ნულისგან შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ გუგლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიაა, ჯარიმა მნიშვნელოვნად აღემატება გადამხდელუნარიანობის საზღვრებს. მეტი სიცხადისთვის, მსოფლიოში არსებული თანხის ჯამიც კი ვერ აღწევს კრემლის მიერ გაწერილ ოდენობას.
რუსული სააგენტო Tass წერს, რომ გადაუხდელობის გამო, ჯარიმა მზარდია. ფინანსური ვალდებულება ძირითადად მას შემდეგ წარმოიშვა, რაც YouTube-ზე 17 რუსული არხი დაიბლოკა. კრემლი გადაწყვეტილებას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
Google განმარტავს, რომ კუთვნილ პლატფორმებზე რუსული პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებას მაინც არ დაუშვებს. სწორედ ამ მიზნით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე Google-ის სერვისებზე წვდომა პირველ რიგში RT-სა და Sputnik-ს შეუჩერდათ. საპასუხოდ, 2022 წლის ივლისში რუსეთმა კორპორაცია 21.1 მილიარდი რუბლით დააჯარიმა.