პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა. ინფორმაციას RIA ავრცელებს.
გაზსადენის ოპერატორი, კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG მიზეზად ასახელებს „ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას“, რომელიც ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, 21 ივლისამდე გაგრძელდება და მიზნად ისახავს გაზსადენის „ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას“.
„ჩრდილოეთის ნაკადის“ გამორთვის შემდეგ, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუსულ გაზს ერთადერთი სატრანზიტო ხაზით, უკრაინის გავლით იღებენ.
„ჩრდილოეთის ნაკადით“ მიღებულ გაზზე დიდწილადაა დამოკიდებული ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სადაც შიშობენ, რომ მიწოდება არც 21 ივლისიდან აღდგება.
14 ივნისიდან, რუსეთმა 40%-მდე შეამცირა "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ექსპორტი და მიზეზად ის დაასახელა, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. რუსული გაზის მიწოდების შემცირება ქმნის საფრთხეს, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის მარაგით ვერ შეავსებენ საკუთარ საცავებს.