პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიიღეს.
გადაწყვეტილება ვიზებზე ფასის ზრდაზეც აისახება და გაიზრდება შესაბამისი პროცედურისთვის საჭირო დროც.
ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვას თავიდანვე მხარს არ უჭერდნენ გერმანია , საფრანგეთი და უნგრეთი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ არსებული ვითარების გამო, გამართლებული მხოლოდ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება იქნებოდა.
გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციებისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გამო, თავიანთ სახელმწიფოებში რუსი მოგზაურებისთვის შესვლის აკრძალვას განიხილავენ.
ვიზების საკითხის გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველმა დიპლომატებმა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად წარმოქმნილ ენერგო და სასურსათო კრიზისებზეც იმსჯელეს. საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ კრემლის შეკავების ერთადერთი გზა - მოსკოვზე ზეწოლის გაზრდაა.
პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრებზე, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მიწვეული იყო საქართველოც. ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ, მოლდოველ, ესტონელ, ესპანელ და ირლანდიელ კოლეგებს შეხვდა. საუბარი შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.
არაფორმალური შეხვედრების შემდეგ, პრაღაში სამდღიანი ფორუმი დაიწყო, სადაც გლობალურ საფრთხეებზე იმსჯელებენ. ფორუმის მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაა.