„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, 2024 წელს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი თითქმის 20% გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ნოვაკმა განაცხადა, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთმა ევროპის ქვეყნებს 50 მილიარდი კუბმეტრის გაზი და თხევადი აირი მიაწოდა, რაც გასული წლის მონაცემებს 18 - 20% აღემატება.
მიუხედავად ამისა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი წელს საგრძნობლად გართულდა. უკრაინა 2025 წლიდან რუსული გაზის ტრანზიტზე უარს აცხადებს. მოსკოვში კი მიწოდების ალტერნატიული გზების გამონახვას ცდილობენ.