რუსეთის შეტევის შედეგად ოდესაში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

ოდესა

რუსეთი ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. შენობიდან 50 ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 2 ბავშვი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.